„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა დაადასტურა, რომ არ ითამაშებს 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე.
41 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი მუხლის ტრავნის გამო ივლისიდან მოყოლებული არ თამაშობს და აღდგენას აგრძელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არასოდეს არის იოლი, არ ვიმყოფები იმ ფიზიკურ დონეზე, რომ ტურნირებში მივიღო მონაწილეობა.
მელბურნი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია და ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს. მოვიწყენ იქაური გულშემატკივრების გარეშე, მაგრამ ძალიან მინდა დავბრუნდე და ძველი სათამაშო დონე ვაჩვენო“, – განაცხადა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე უილიამსმა.
ავსტრალიის ღია პირველობა 17-30 იანვარს გაიმართება.