სერენა უილიამსი აშშ-ის ღიაზე თამაშს გეგმავს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშოს. ამის შესახებ დაწერა The Tennis Channel-ის ჟურნალისტმა ჯონ ვერტჰეიმმა.
თავის ბოლო მატჩში 44 წლის უილიამსმა უიმბლდონის პირველ წრეში წააგო ავსტრალიელ მაია ჯოინთთან, შემდეგ კი მოეხსნა წყვილთა ტურნირს მიხლის ტრავმის გამო.
იტყობინებიან, რომ სერენამ დაზიანება მოირჩინა და ამ ზაფხულს ჩრდილოამერიკული საჰარდო ტურნირების სერიაში აპირებს მონაწილეობას. კერძოდ, უილიამსს ელოდებიან ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე, თუმცა, ცნობილი არ არის, ამერიკელი მხოლოდ წყვილებში ითამაშებს, თუ ერთეულთა თანრიგშიც გამოვა.
ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია სერენა ვიხილოთ ცინცინატის იგივე კატეგორიის ტურნირზე, რასაც მოჰყვება აშშ-ის ღიაზე გამოსვლა.