სერენა უილიამსი აშშ-ის ღიაზე თამაშს აპირებს
სერენა უილიამსი აშშ-ის ღიაზე თამაშს აპირებს

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონ სერენა უილიამსის მწვრთნელმა პატრიკ მურატოგლუმ განაცხადა, რომ ამერიკელი ჩოგბურთელი აპირებს აშშ-ის ღია პირველობაზე თამაშს.

„ის დაბრუნდა ჩოგბურთში იმისთვის, რომ „დიდი სლემის“ ტურნირები მოიგოს – ეს არის მისი მიზანი. მოთამაშისთვის კონკურენციის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია. ამიტომაც, აშშ-ის ღია პირველობა პირველი შესაძლებლობა იქნება ტიტულის მოსაგებად. სერენას სურს თამაში, თუმცა, იქნება ბევრი შეზღუდვა და უნდა დაველაპარაკო მას და გავარკვიო, შეძლებს თუ არა ამ წესების მიღებას და მათ დაცვას”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

უფრო ადრე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის ღიას გამოტოვებას აპირებს იმ პირობების გამო, რომელიც ორგანიზატორებმა წამოაყენეს. მის პოზიციას მხარი დაუჭირეს ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა და ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა. ასევე არ აპირებს ნიუ იორკში გამგზავრებას მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი.

აშშ-ის ღია პირველობა 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.