სერენა უილიამსი ამ კვირას კორტზე ბრუნდება
სერენა უილიამსი ამ კვირას კორტზე ბრუნდება

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, დაადასტურა მონაწილეობა გრუნტის სეზონში. დიდი სლემის ტურნირების 23-გზის ჩემპიონი კორტზე დაბრუნებას რომის ტურნირზე აპირებს, რომელიც 11-19 მაისს გაიმართება.

რომის ტურნირის დირექტორმა სერჯო პალმიერიმ განაცხადა, რომ უილიამსმა უკვე დაჯავშნა იტალიის დედაქალაქში სასტუმრო და რომში უახლოეს დღეებში ჩავა, – იტყობინება სააგენტო ასოშეიტედ პრესი.

სერენა თებერვლის შემდეგ არ ყოფილა კორტზე. მან მარტში ტრავმების გამო ვერ ითამაშა ინდიან უელსსა და მაიამის ტურნირებზე.

უილიამსი რომის ტურნირის ოთხგზის გამარჯვებულია.