სერჟიო კონსეისაო, შეიძლება, „მილანიდან“ გაუშვან, დანიშვნიდან ერთი თვის თავზე #1TVSPORT
სერჟიო კონსეისაო, რომელიც ერთი თვის წინ „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, შესაძლოა, პოსტიდან გაანთავისუფლონ, – წერს გამოცემა Tuttosport.
29 იანვარს „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურში ზაგრების „დინამოსთან“ წააგო და ვერ მოხვდა TOP8-ში.
შესაძლო გადაყენების მიზეზად სახელდება არა შედეგები, არამედ ატმოსფერო გასახდელში. კონსეისაო უკმაყოფილოა ფეხბურთელებში ფენქციონალური მომზადებით და მკაცრად ეპყრობა მათ. ამტკიცებენ, რომ ალვარო მორატამ, რომელიც „გალათასარაიში“ გადადის, წასვლის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის გამო მიიღო. ასევე მწვრთნელს კონფლიქტი ჰქონდა დავიდე კალაბრიასთან.
სერჟიო კონსეისაოს ხელმძღვანელობით „მილანმა“ მოიგო იტალიის სუპერთასი, სერია A-ში კი ოთხიდან ორჯერ მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.