სერჟ სარგსიანი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

10:28, 22.04.2018

ერევანში, სასტუმრო „მარიოტში“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანისა და აქციების ორგანიზატორის, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა დასრულდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იტყობინება, შეხვედრა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. შეხვედრაზე სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ ხალხის სახელით საუბრის უფლება მას არ აქვს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ ლიდერს დაეკისრება.

შეხვედრა სერჟ სარგსიანმა მალევე დატოვა.

ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ სასტუმროში რჩება და კომენტარი არ გაუკეთებია.

https://www.youtube.com/watch?v=cd5ba_D5ZZ8

 

მსგავსი