სერჟ გნაბრი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ფორვარდი სერჟ გნაბრი მარჯვენა ბარძაყის კუნთის გაწყვეტის გამო სამ-ოთხ თვეს გამოტოვებს და ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატში. ამის შესახებ იტყობინება Sky Sports-ი.
წყაროს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელის აღდგენის ზუსტი ვადები დამოკიდებულია მკურნალობის მეთოდზე – ქირურგიული იქნება თუ კონსერვატული.
ამ სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.