სერბული გამოცემა დავითაშვილსა და აზაროვზე წერს - ეს სერბული გრანდებისთვის ბომბი იქნება #1TVSPORT
სერბული გამოცემა დავითაშვილსა და აზაროვზე წერს - ეს სერბული გრანდებისთვის ბომბი იქნება #1TVSPORT

„ქართული ბომბები სერბული გრანდებისთვის“ – ას შეაფასა სერბულმა გამოცემა „სპორტალმა“ ზუკა დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის შესაძლო ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა „რესბუბლიკის“ ცნობით, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშებს, დავითაშვილსა და აზაროვს ბელგრადის „პარტიზანი“ და „ცრვენა ზვეზდა“ იწვევს.

„ქართველებმა ბომბები შემოადგეს – მათი ფეხბურთელები ბელგრადულ კლუბებს გააძლიერებენ: „ცრვენა ზვეზდა“ ნანატრ მარცხენა მცველს მიიღებს, ხოლო „პარტიზანი“ – მარჯვენა ფლანგის თავდამსხმელს.

– ორი უდიდესი სერბული კლუბისთვის პოტენციური გაძლიერება პირდაპირ არსაიდან გამოჩნდა. „ცრვენა ზვეზდა“ და „პარტიზანი“ ერთი და იგივე ქართული კლუბის, ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეების დამატებას აპირებენ. კერძოდ, ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ უნდა გადასულიყვნენ, მაგრამ მოულოდნელად მათ, შესაძლოა, მარადიული მეტოქეების რიგები გააძლიერონ.

– მართალია, ითქვა, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ „სერბეთის ტოპ გუნდებში“, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ აზაროვი სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდას“ ზღურბლთან დგას. აზაროვი მარცხენა მცველია, რომელ პოზიციაზეც გუნდის მწვრთნელი მილან როდიჩი ღირსეულ შემცვლელს ეძებს. 19 წლის ახალგაზრდას დრო დასჭირდება, ბელგრადელებს რომ მოერგოს და საკმარისად ძლიერი გახდეს, ბათუმის „დინამოზე“ ოდნავ მაღალი ამბიციების მქონე გუნდში კი უფრო დიდი როლი მიიღოს.

– რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მისი ბუნებრივი ადგილი მოედანის მარცხენა ფლანგზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რეალურად გააძლიერებს როგორც „ცრვენა ზვეზდას“, ასევე „პარტიზანს“. თუმცა, წყაროს შეტყობინებაში არ არის მითითებული, ზუსტად რომელ კლუბში გადადის. საუბარია 21 წლის ბიჭზე, რომელსაც უკვე აქვს პროფესიულ ფეხბურთში გამოსვლის სოლიდური გამოცდილება. მან კარიერა 2017 წელს დინამო„თბილისში“ დაიწყო, დროის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა, 2022 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა“, – წერს სერბული გამოცემა.