სერბეთში სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან კავშირში მყოფ 13 პირს, მათ შორის ორ ყოფილ მინისტრს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სერბეთში სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან კავშირში მყოფ 13 პირს, მათ შორის ორ ყოფილ მინისტრს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სერბეთში სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან კავშირში მყოფ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სერბული მედია წერს.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ტომისლავ მომიროვიჩს, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ,, გორან ვესიჩს და კიდევ 11 პირს. მათ ბრალი ედებათ კორუფციაში.

გამოძიების მიხედვით, ორმა ყოფილმა მინისტრმა და კიდევ რამდენიმე პირმა საშუალება მისცეს ჩინური კომპანიების კონსორციუმს, China Railway International-სა და China Communications Construction-ს (CRI-CCC), რომლებმაც ნოვი სადის სადგურის რეკონსტრუქცია განახორციელეს, ბიუჯეტიდან თანხები უკანონოდ მიეღოთ, რის შედეგადაც სერბეთის სახელმწიფო ბიუჯეტს 115,6 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა, ხოლო ჩინურმა კომპანიებმა 18 მილიონ დოლარზე მეტი უკანონო მოგება მიიღეს.

შეგახსენებთ, ნოვი სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის გარე ბეტონის სახურავი 2024 წლის პირველ ნოემბერს ჩამოინგრა. შედეგად, დაიღუპა 16 ადამიანი. მომხდარის გამო მშენებლობის მაშინდელმა მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. ტრაგედიამ სერბეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება.