სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება
სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რა დროსაც ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და შედეგად 14 ადამიანი იმსხვერპლა.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული.
მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.