სერბეთის ნაკრების კაპიტანი ბოგდან ბოგდანოვიჩი ევრობასკეტის ბოლომდე ვერ დაეხმარება თავის გუნდს.
გამოცემა Meridian Sport-ის ინფორმაციით, დამატებითმა სამედიცინო შემოწმებამ მუხლის მყესის გაწყვეტა აჩვენა, რის გამოც ბოგდანოვიჩი ევრობასკეტს დატოვებს და სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
33 წლის მცველმა ტრავმა პორტუგალიასთან მეორე ტურის მატჩში მიიღო. ბოგდანოვიჩი მიმდინარე ევრობასკეტზე საშუალოდ 9.0 ქულას, 3.5 მოხსნასა და 4.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
სერბეთის ნაკრებმა A ჯგუფში სამიდან სამი მატჩი მოიგო და მერვედფინალში თამაში გაინაღდა.