სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში დღეს სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ხორვატი ივან ჰუკლეკი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

დათუნაშვილმა გუშინ პირველი შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, უკრაინელ ბელენიუკთან წააგო და ვინაიდან მისმა მოწინააღმდეგემ ფინალში გასვლა მოახერხა, დათუნაშვილს შანსი მიეცა რეპეშაჟიდან გაეგრძელებინა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა. სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა დღეს დილით ეს შანსი კარგად გამოიყენა და ფინალურ ბლოკში იჭიდავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ასევე ვიხილეთ ქართველი რამაზ ზოიძეც (67კგ), რომელიც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ მეტოქესთან დამარცხდა.

დატოვე კომენტარი