სერბეთის ნაკრებიდან მლადენ კრსტაიჩი დაითხოვეს

17:48, 15.06.2019

სერბეთის საფეხბურთო ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა გადაწყვიტა პოსტიდან დაითხოვოს მლადენ კრსტაიჩი, – წერს ორგანიზაციის პრესსამსახური.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა გუნდის არადამაჯერებელი სტარტი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე, გადამწყვეტი როლი კი ითამაშა უკრაინასთან 0:5 წაგებამ.

ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ერთ კვირაში გაირკვევა. ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ლიუბიშ ტუმბაკოვიჩი, რომელმაც სკანდალურად დატოვა მონტენეგროს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

მსგავსი