სერბეთის მთავრობამ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა

21:46, 07.09.2026

სერბეთის მთავრობამ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოსთხოვა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დურო მაცუტმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

2026 წლის აგვისტოში ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება.

ამასთან, ერთ წელზე მეტია, რაც სერბეთში ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციები იმართება. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

მსგავსი