სერბეთის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე - ჯორჯევიჩის გუნდმა ფილიპინები გაანადგურა
სერბეთის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე - ჯორჯევიჩის გუნდმა ფილიპინები გაანადგურა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა.

საშა ჯორჯევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფილიპინები დიდი ანგარიშით 126-67 დაამარცხა. ევროპელებს შორის ყველაზე შედეგიანი, 20 ქულით, ნემანია ბიელიცა გამოდგა. ბოგდან ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 17 ქულაა. ნიკოლა იოკიჩმა შეხვედრა 11 ქულით 7 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა.

ფილიპინებელს შორის ყველაზე შედეგიანი, 16 ქულით, ჯაიმარ პერესი გამოდგა. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სერბეთის ეროვნული გუნდი 2 მოგებით 1-2 ადგილებს იტალიასთან ინაწილებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს სერბეთი 4 სექტემბერს სწორედ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.