სერბეთი-შვეიცარია: მატჩის ანონსი
სერბეთი-შვეიცარია: მატჩის ანონსი

22 ივნისი. კალინინგრადი. სტადიონი “კალინინგრადი”. დასაწყისი – 22:00
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ამ შეხვედრამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა E ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. სერბებმა პირველ ტურში მინიმალური სხვაობით მოუგეს კოსტა რიკას და ჯგუფის ლიდერები არიან, მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ რუსეთში და მატჩის წინ, სწორედ ამ გუნდს ანიჭებენ მცირე უპირატესობას.

პირველი ტურის მატჩები
ბრაზილია-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

კოსტა რიკა-სერბეთი 0:1
გოლი: 0:1 კოლაროვი (56)

ახალი ამბები
ვალონ ბეჰრამიმ კუნთი დაიზიანა პირველ მატჩში, მაგრამ მზად არის სათამაშოდ.
სავარაუდოდ, ვლადიმირ პეტკოვიჩი არ შეცვლის შემადგენლობას, რომელიც ბრაზილიასთან ჰყავდა.
სერბების მწვრთნელმა მლადენ კრსტაიჩმა, შესაძლოა, ერთი ცვლილება განახორციელოს ძირითადში – მოედანზე შემოიყვანოს ვინგერი ფილიპ კოსტიჩი.

ურთიერთშეხვედრები
გუნდები აქამდე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. სამაგიეროდ, შვეიცარია და იუგოსლავია 13-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს: 6 მოიგო შვეიცარიამ, 2 – იუგოსლავიამ, 5 მატჩი ფრედ დასრულდა.
ბოლოჯერ იუგოსლავიამ შვეიცარია 2001 წლის სექტემბერში დაამარცხა – 2:1. გამარჯვების გოლი იმ მატჩში სერბების ამჟამინდელმა მწვრთნელმა მლადენ კრსტაიჩმა გაიტანა.

საინტერესო ფაქტები
– სასტარტო მატჩის მოგების შემდეგ, სერბეთი (იუგოსლავია) ოთხი შემთხვევიდან სამჯერ გავიდა პლეი ოფში.
– სერბეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 4 მოგება ერთნაირი ანგარიშით ჰქონდა – 1:0.
– სერბეთს ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 6 მატჩიდან 5 აქვს წაგებული.
– ალექსანდარ მიტროვიჩმა 14 გოლი გაიტანა ბოლო 17 მატჩში, რომლებშიც ძირითად შემადგენლობაში იყო.
– ბრანისლავ ივანოვიჩმა კოსტა რიკასთან 104-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ამ მაჩვენებლით – გაუსწრო დეიან სტანკოვიჩს (103 მატჩი).
– შვეიცარიის ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+4=3).
– შვეიცარიამ ბოლო 23 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო (+16=6) – შარშან, ოქტომბერში 0:2 პორტუგალიასთან.
– სტივენ ცუბერმა 4 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა ბოლო 6 მატჩში.
– სტეფან ლიხტშტაინერი მეცხრე მატჩს ჩაატარება მსოფლიოს ჩემპიონატზე და შვეცარიის რეკორდსმენი გახდება.

რა თქვეს მწვრთნელებმა
მლადენ კრსტაიჩი (სერბეთი):
“მე ოცნების გუნდი მყავს. არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია გამოცდილების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს”.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია):
“გუნდური სულისკვეთება კარგ დონეზე გვაქვს. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.
ვართ თუ არა ფავორიტები? არ ვიცი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მეტოქეზე უკეთესი ვიყოთ. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ. სერბეთი ძალიან კარგი გუნდია, ინდივიდუალურად კარგად გამოიყურება, მაგრამ ბოლომდე ვართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში”.

სავარაუდო შემადგენლობები
სერბეთი (4-5-1): სტოიკოვიჩი – ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი – მატიჩი, მილივოევიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ტადიჩი, კოსტიჩი – მიტროვიჩი.
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი – ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი – ბეჰრამი, ჯაკა – შაქირი, ჯემაილი, ცუბერი – სეფეროვიჩი.

დატოვე კომენტარი