სერბეთი-საქართველოს მატჩი საქართველოს პირველ არხზე 19:50 საათზე დაიწყება
სერბეთი-საქართველოს მატჩი საქართველოს პირველ არხზე 19:50 საათზე დაიწყება

საქართველოს ნაკრები დღეს ბელგრადში სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს და ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას უმასპინძლა. მატჩის პირველი ორი პერიოდიჩვენი კალათბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში შვეიცარიელებმა ანგარიშის ჯერ სახიფათო მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს, შემდეგ კი გაათნაბრეს – 79:79.

ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 96:88.

სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებების გარდა, ჩვენს შესარჩევ ქვეჯგუფში ფინეთის ეროვნული გუნდიც ასპარეზობს.

დატოვე კომენტარი