სერ ალექს ფერგიუსონი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია

13:14, 11.05.2019

პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა Goal.com-მა შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების რეიტინგი.

ლიდერი მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელსაც კარიერაში 49 ტიტული აქვს მოგებული. სამეულში მოხვდნენ რუმინელი მირჩა ლუჩესკუ (32) და უკრაინელი ვალერი ლობანოვსკი (30).

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

ალექს ფერგიუსონი – 49
მირჩა ლუჩესკუ – 32
ვალერი ლობანოვსკი – 30
ოტმარ ჰიტცფელდი – 28
ლუიშ ფელიპე სკოლარი – 26
ჯოკ სტეინი – 26
ჟოზე მოურინიო – 25
ხოსეპ გვარდიოლა – 25
ჯოვანი ტრაპატონი – 23
არსენ ვენგერი – 21

მსგავსი