სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა რეიტინგს სათავეში ჩაუდგა - ტოპ10-ში მხოლოდ ერთი მოქმედი მწვრთნელია
სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა რეიტინგს სათავეში ჩაუდგა - ტოპ10-ში მხოლოდ ერთი მოქმედი მწვრთნელია

ცნობილმა ბრიტანულმა პორტალმა FourFourTwo-მ შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში 100 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი.

სიის სათავეში მოექცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი.

ტოპ-ათეულში მხოლოდ ერთი მოქმედი მწვრთნელი – „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა მოხვდა.

საინტერესო რეიტინგის ტოპ10 ასე გამოიყურება:

1. ალექს ფერგიუსონი (აბერდინი, შოტლანდიის ნაკრები, მანჩესტერ იუნაიტედი)

2. რინუს მიხელსი (აიაქსი, ბარსელონა, ნიდერლანდების ნაკრები, კიოლნი, ლევერკუზენი)

3. იოჰან კრუიფი (აიაქსი, ბარსელონა)

4. ბილ შენკლი (ლივერპული)

5. პეპ გვარდიოლა (ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი)

6. არიგო საკი (პარმა, მილანი, იტალიის ნაკრები, ატლეტიკო)

7. მეტ ბასბი (მანჩესტერ იუნაიტედი, შოტლანდიის ნაკრები)

8. ელენიო ერერა (ატლეტიკო, სევილია, ბარსელონა, ესპანეთის ნაკრები, ინტერი, იტალიის ნაკრები, რომა)

9. ერნსტ ჰაპელი (დენ ჰააგი, ფეიენოორდი, სევილია, ბრიუგე, ნიდერლანდების ნაკრები, სტანდარდი, ჰამბურგი, ავსტრიის ნაკრები)

10. ვალერი ლობანოვსკი (დნეპრი, დინამო კიევი, სსრკ-ის ნაკრები, უკრაინის ნაკრები)