სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო #1TVSPORT
სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია.

საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენმა გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს, შეკრებას 5 სექტემბერს შეუერთდებიან.

მეკარე: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

დაცვა: საბა კვერკველია, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო კალანდაძე.

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი.

თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი (ორივე – „შახტარი“, უკრაინა), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა: ლადო მამუჩაშვილი, გიორგი წიტაიშვილი (ორივე – ბათუმის „დინამო“, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (“ლევანტე”, ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი“, საქართველო), ლუკა გაგნიძე (მოსკოვის „დინამო“, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მატჩების განრიგი:

8 სექტემბერი, 20:00

საქართველო – ესპანეთი

12 სექტემბერი, 22:45

ნორვეგია – საქართველო