სექტემბრის მატჩებისთვის საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.
23 ფეხბურთელიდან ერთია დებიუტანტი – „მონაკოს“ შემტევი მაგნის აკლიუში.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მაიკ მენიო („მილანი“), ლუკა შევალიე (პსჟ), ბრის სამბა („რენი“).
მცველები: ვილიამ სალიბა („არსენალი“), იბრაჰიმა კონატე („ლივერპული“), დაიო უპამეკანო („ბაიერნი“), ჟულ კუნდე („ბარსელონა“), ლუკა ერნანდესი (პსჟ), მალო გუსტო („ჩელსი“), ლუკა დინი („ასტონ ვილა“), ტეო ერნანდესი („ალ-ჰილალი“).
ნახევარმცველები: დეზირე დუე (პსჟ), ადრიენ რაბიო („მარსელი“), ორელინ ჩუამენი („რეალი“), მანუ კონე („რომა“), ხეფრენ ტურამი („იუვენტუსი“).
თავდამსხმელები: მაიკლ ოლისე („ბაიერნი“), უსმან დემბელე (პსჟ), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), მაგნის აკლიუში („მონაკო“), რაიან შერკი („მანჩესტერ სიტი“), მარკუს ტურამი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“).
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს უკრაინას შეხვდება, ხოლო 9 სექტემბერს – ისლანდიას.