სექტემბერში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო აკადემია გაიხსნება

18:30, 07.05.2019

სექტემბერში, დიდ დიღომში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო აკადემია „ჭადრაკის დედოფალი“ გაიხსნება. აკადემიაში სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით წარიმართება.

მანამდე ახლომდებარე საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში აკადემიის წარდგენითი პროგრამა „მხიარული ჭადრაკი“ დაიწყო. პირველი ღონისძება დიდ დიღომში მდებარე 198-ე ბაგა-ბაღში გაიმართა. პროგრამის მიზანია, ეს სახეობა ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე, სახალისო გარემოში გააცნოს.

საჭადრაკო აკადემიის გახსნაზე იმყოფებოდა ქართულ-ავსტრიულ-სერბული გადამღები ჯგუფი, რომელიც „ჭადრაკის დედოფალსა“ და ჭადრაკის ქართველ ქალ ლეგენდებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს.

მსგავსი