სექსუალური ძალადობის პრევენციის საკითხზე ვატიკანში ეპისკოპოსები შეიკრიბებიან
სექსუალური ძალადობის პრევენციის საკითხზე ვატიკანში ეპისკოპოსები შეიკრიბებიან

სექსუალური ძალადობის პრევენციის საკითხზე ვატიკანში ეპისკოპოსები შეიკრიბებიან. უპრეცედენტო ოთხდღიანი შეხვედრა ხუთშაბათს, 21 თებერვალს დაიწყება.

ეპისკოპოსები ვატიკანში მთელი მსოფლიოდან მოიყრიან თავს.

„ჩვენ ამ პრობლემის ფესვებს უნდა ჩავწვდეთ და ვაჩვენოთ, რომ გვაქვს უნარი განვიკურნოთ როგორც ეკლესია, რომელიც მასწავლებელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აჯობებს სხვა საქმით დავკავდეთ“, – განაცხადა მამა ფედერიკო ლომბარდიმ, რომელიც რომის პაპმა ამ შეხვედრების მედიატორად დანიშნა.

შეხვედრის თემა „მცირეწლოვანთა და დაუცველ ზრდასრულთა მიმართ ძალადობის პრევენციაა“ .

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ეპისკოპოსები შეხვედრაზე ძალადობის პრევენციის შესახებ შემუშავებულ პროტოკოლს წარმოადგენენ.

რომის კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალი ბოლო წლების განმავლობაში გაღვივდა. ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან მცირეწლოვნებისა და ქალების, მათ შორის მონაზვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ცნობები ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა ამ დრომდე ვატიკანს მასზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

დატოვე კომენტარი