სეოკ-ში ქვიშის მოჭიდავეებს წარმატება მიულოცეს #1TVSPORT
სეოკ-ში ქვიშის მოჭიდავეებს წარმატება მიულოცეს #1TVSPORT

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონ-პრიზიორებს უმასპინძლა, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული განსაკუთრებული შედეგი მიულოცა და წარმატებები უსურვა ქვიშის მსოფლიო მეორე თამაშებზე, რომელიც ANOC-ის ეგიდით 2023 წლის 5-12 აგვისტოს ბალიში (ინდონეზია) ჩატარდა.

ჩვენმა ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საქართველის სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.