სენტ ლუისის საჭადრაკო ტურნირზე მეექვსე ტური დასრულდა
სენტ ლუისის საჭადრაკო ტურნირზე მეექვსე ტური დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე ტურნირის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით მასპინძელთა სახელით მოთამაშე ანა ზატონსკიხი (2428) დაამარცხა. ნანას 3.0 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო პარტიას ის შავი ფიგურებით, ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთან (2468) ითამაშებს.

ტურნირის მეორე ქართველმა მონაწილემ, ბელა ხოტენაშვილმა​ მარიე სებაგთან(2476) შეხვედრა ყაიმით დაასრულა და მის აქტივში 1,5 ქულაა. ხოტენაშვილი მეშვიდე ტურში ირინა კრუშს (2435) დაუპირისპირდება, რომელიც 4 ,5 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, სენტ ლუისში ტურნირი (Cairns Cup 2019) ათ მონაწილეს შორის წრიული სისტემით მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 40 ათასს მიიღებს. მეშვიდე ტურის პარტიები დღეს 23 საათზე დაიწყება.