სენტ ლუისის საჭადრაკო ტურნირი - ხოტენაშვილმა მოიგო, ძაგნიძემ ყაიმი ითამაშა
სენტ ლუისის საჭადრაკო ტურნირი - ხოტენაშვილმა მოიგო, ძაგნიძემ ყაიმი ითამაშა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე ტურნირის მეშვიდე ტურში, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთან (2468) ყაიმი დააფიქსირა. ნანას აქტივში 3,5 ქულაა და მეხუთე ადგილზეა. მომდევნო პარტიას ის თეთრი ფიგურებით ალექსანდრა კოსტინიუკთან გამართავს.

ბელა ხოტენაშვილმა მეშვიდე ტურში მესამე ადგილზე მყოფი ირინა კრუში (2435) დაამარცხა. ხოტენაშვილი რომელსაც 2,5 ქულა აქვს. მერვე ტურში ჰარიკა დრონავალს (2471) დაუპირისპირდება.

სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ექვსი ქულით ვალენტინა გუნინაა, ის თანამემამულე ალექსანდრა კოსტინიუკს 0.5 ქულით უსწრებს. მერვე ტურის პარტიები დღეს 23 საათზე დაიწყება.