სენსაციური მე-19 ტური - „დინამო თბილისი“ წყალტუბოს „სამგურალმა“ ისევ დაამარცხა #1TVSPORT
სენსაციური მე-19 ტური - „დინამო თბილისი“ წყალტუბოს „სამგურალმა“ ისევ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე- 19 ტურში „დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ „დინამო არენაზე“ უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისი“ წყალტუბოს „სამგურალს“ ორჯერ შეხვდა და მხოლდო ქულა მოიპოვა – პირველ ტურში „დინამო-არენაზე“ მეტოქეს ქულა წაართვა (1:1), ხოლო მეორე წრეში წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე „სამგურალმა“ 2:0 მოიგო და კახა ცხადაძის გუნდისთვის ამ მატჩში გამარჯვება პრინციპული მნიშვნელობის იყო.

თუმცა, თამაში მოულოდნელი სცენარით განვითარდა. 46-ე წამზე სერგო კუხიანიძემ ბურთი საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძეს გააყოლა და წყალტუბოელთა თავადმსხმელმა სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – 0:1. მე-17 წუთზე კი „სამგურალმა“ სხვაობა გაზარდა – თბილისელთა კარი პაპუნა ფონიავამ აიღო. „დინამომ“ სხვაობა მხოლოდ მეორე ტაიმში შეამცირა – მე-60 წუთზე პენალტი გიორგი გაბედავამ გამოიყენა.

67-ე წუთზე „სამგურალი“ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ლუქმან გილმორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. საბოლოოდ, „დინამომ“ თამაში ვერ გადაარჩინა – თბილისელები 38 ქულის ამარა დარჩნენ და და ბათუმის „დინამოს“ (39) გადასწრების შანსი ვერ გამოიყენეს.