სენსაციების ტური ეროვნულ ლიგა 2-ში - აუტსაიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ გასვლაზე ლიდერი „შუქურა“ დაამარცხა  #1TVSPORT
სენსაციების ტური ეროვნულ ლიგა 2-ში - აუტსაიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ გასვლაზე ლიდერი „შუქურა“ დაამარცხა  #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები დამარცხდნენ.

მერანი თბ – სპაერი 0 : 4

„სპაერის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა, რადგან თბილისის „მერანი“ ლიდერთა ჯგუფში იყო და კონკურენტთან შეხვედრა დიდ ანგარიშით დათმო. „საპერმა“ ოთხივე გოლი შესვენებამდე გაიტანა: „მერანის“ კარი აიღეს თემურ ცალუღელაშვილმა (7), დავით ნაჭყებიამ (30) და თორნიკე ასკურავამ (37), ერთიც საკუთარ კარში გივი ქარქუზაშვილმა (32) ჩაჭრა.

გარეჯი – რუსთავი 4 : 0

„გარეჯის“ ახალმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა გუნდში მუშაობა მოგებით დაიწყო. აუტსაიდერთა ზონის კონკურენტების დაპირისპირებაში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა „რუსთავი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. საგარეჯოელებმა ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, ანგარიში გიორგი ხარებაშვილმა (46) თამაშის განახლებისთანავე გახსნა, შემდეგ კი თავი გამოიჩინეს ფელიპე პაიმმა (54), გურამ ხარებავამ (90+3) და იან ჩიკოჰვამ (90+4).

მერანი მრ – სამტრედია 1 : 2

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ „სამტრედიას“ ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ გიორგი კორიფაძემ კარიერაში პირველად პენალტი ვერ გამოიყენა. სტუმრებმა უპირატესობა მატჩის ბოლოს მოიპოვეს და მელქისედეკ ცვალეს(72) და ვარლამ კილასონიას (85 -პენ) გოლებით დაწინაურდნენ. „მერანის“ მოთამაშე ცოტნე ფაცაციამ (90+2) სხვაობა შეამცირა, მაგრამ მარტვილელებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

შუქურა – ვიტ ჯორჯია 1 : 2

გათამაშების ლიდერმა „შუქურამ“ ანგისაში, ჯონი ბაკურიძის სახელობის სპორტულ კომპლექსში აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და თავიდან ყველაფერი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. მე-12 წუთზე ქობულეთელები გიორგი ჯანელიძემ დააწინაურა. მაგრამ „ვიტ ჯორჯიამ“ ჯერ ამირან ძაგანიას (56) გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გიგა გულდედავამ (90+3) „ვიტ ჯორჯიას“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა,

ტური 24-ე

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 41 ქულა

2. სპაერი 35

3. მერანი მრ 34

4. მერანი თბ 30

5. სამტრედია 27

6. გარეჯი 23

7. რუსთავი 17

8. ვიტ ჯორჯია 15