სენსაცია „პარკ დე პრენსზე“ - კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგთის ლიგა 1-ში „ნიცას“ უმასპინძლა და, დიდი უპირატესობის მიუხედავად, მოულოდნელად სეზონში პირველად დამარცხდა – 1:3.
ხვიჩა კვარაცხელია პარიზელების ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – ეფექტური იყო მომენტი, რომელიც 28-ე წუთზე შექმნა – ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა, მაგრამ მეკარემ სტუმრები გადაარჩინა. მეორედ კი ხვიჩას გადაცემით კარის წინ უსმანე დემბელე დარჩა, მაგრამ ფრანგმა მიზანს ააცილა.
პარიზელები უტევდნენ, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 34-ე წუთზე კონტრშეტევაზე „ნიცამ“ ანგარიში გახსნა – თავი მორგან სანსონმა გამოიჩინა. თუმცა, 41-ე წუთზე ფაბიან რუისმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმი პარიზელებმა ჩააგდეს. თამაში 25 წამის განახლებული იყო, როდესაც სანსონმა დუბლით „ნიცა“ ისევ დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე იუსუფ ნდაიშიმიემ სტუმართა უპირატესობა კიდვე უფრო სოლიდური გახადა – 3:1.
საბოლოოდ, პსჟ ლიგა 1-ის სეზონში პირველად დამარცხდა და ჩემპიონატის დაუმარცხებლად დასრულება ვერ მოახერხა.