სენსაცია – ნიგერიამ აშშ-ის ნაკრებს ლას ვეგასში მოუგო #1TVSPORT

11:08, 11.07.2021
LAS VEGAS, NV - JULY 10: The Nigeria Men's National Team celebrates after the game on July 10, 2021 at Michelob ULTRA Arena in Las Vegas, Nevada. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Ned Dishman/NBAE via Getty Images)

სენსაციურად დასრულდა ტოკიოს ოლიმპიადის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების პირველი საწვრთნელი შეხვედრა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ლას ვეგასში 87:90 წააგო ნიგერიასთან.

აფრიკელებმა 90-დან 60 ქულა სამქულიანებით დააგროვეს (აშშ-მ – 30 ქულა). ნიგერიის რიგებში 21 ქულით საუკეთესო იყო „მაიამის“ კალათბურთელი გაბე ნნამდი ვინსენტი, ქალებ აგადამ 17 ქულა დააგროვა, იკე ნვამუმ – 13.

ამერიკელთა რიგებში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო კევინ დურანტი, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში 39-დან ყველა შეხვედრა ჰქონდა მოგებული. ჯეისონ ტეიტუმმა 15 ქულას მოუყარა თავი, დემიენ ლილარდმა 14 ქულა დააგროვა, ბემ ადებაიომ – 11.

მატჩის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე, ნიგერია 88:80-ს იგებდა. ამას დურანტისგან ზედიზედ შვიდი ქულა და სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოჰყვა, თუმცა, დარჩენილ დროში ნიგერიამ მეტოქეს ქულა აღარ ააღებინა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

„ნიგერიამ ფიზიკურად ძალიან კარგად ითამაშა, დიდი სამუშაო გასწია და ბევრი სამქულიანი ჩააგდო. ისინი შექებას იმსახურებენ“, – განაცხადა აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა.

სხვათა შორის, ნიგერიის ნაკრებს ამერიკელი მწვრთნელი ჰყავს, ცნობილი სპეციალისტი, „კლინლენდისა“ და „ლეიკერსის“ ყოფილი დამრიგებელი, ამჟამად, „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მაიკ ბრაუნი, რომელიც 2009 წელს NBA-ის წლის მწვრთნელად დასახელდა.

აშშ-სთვის ნიგერია ყოველთვის იოლი მეტოქე იყო. მაგალითად, 2012 წლის ოლიმპიადაზე ამერიკელებმა 83 ქულის სხვაობით მოიგეს, ოთხი წლის წინ, საგამოფენო შეხვედრაში – 44 ქულით.

მსგავსი