სენსაცია ევროპის ლიგაზე - ოდიშარიასა და სილაგაძის „რიგის ფუტბოლ სკოლამ“ „აიაქსი“ დაამარცხა #1TVSPORT
სენსაცია ევროპის ლიგაზე - ოდიშარიასა და სილაგაძის „რიგის ფუტბოლ სკოლამ“ „აიაქსი“ დაამარცხა #1TVSPORT

ლაშა ოდიშარიას და ლუკა სილაგაძის „რიგის ფუტბოლ სკოლამ“ ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურში ამსტერდამის აიაქსს“ უმასპინძლა და ნიდერლანდური გრანდი 1:0 დაამარცხა.

ლატვიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოდიშარია იყო და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7.5 ქულა მიიღო. განაცხადში აღმოჩნდა ლუკა სილაგაძეც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის „იბერიაში“ უნდა დაბრუნებულიყო.

მოგების მიუხედავად, რიგელებს ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვთ. „აიაქსისთვის“ კი საუკეთესო რვა გუნდში (რომელიც პლეი ოფის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს) მოსახვედრად გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ლატვიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს – ერთადერთი გოლი ფინეთის სახელით მოთამაშე ადამ მარხიევმა 78-ე წუთზე გაიტანა.

რფს-მ ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე პირველად მოიგო და 7 ტურის შემდეგ ხუთი ქულით 30-ე ადგილზეა.