სენსაცია ეროვნულ ლიგაში - ლიდერმა აუტსაიდერი ვერ დაამარცხა
სენსაცია ეროვნულ ლიგაში - ლიდერმა აუტსაიდერი ვერ დაამარცხა

„საბურთალომ“ „სამტრედია“ ვერ დაამარცხა და თბილისის „დინამოსთან“ უპირატესობის შვიდ ქულამდე გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 27-ე ტურის ეს მატჩი „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“ გაიმართა. ანგარიში 41-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით თბილისელთა ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვეშმა გახსნა. 50-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა უძლიერესი დარტყმით აღადგინა წონასწორობა – 1:1.

ამის შემდეგ „საბურთალოს“ გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, კონტრშეტევებზე „სამტრედიაც“ მწვავედ თამაშობდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

ლიდერმა მნიშნელოვანი შეხვედრა ვერ მოიგო, 60 ქულა დააგროვა და „დინამოს“ 5 ქულით ასწრებს. „სამტრედია“ კი 15 ქულით მე-9 ადგილზეა და „კოლხეთს“ 2 ქულით გაასწრო, „სიონთან“ ჩამორჩენა კი 6 ქულამდე შეამცირა.