სენსაცია ბუნდესლიგაში - „ბაიერნმა“ 1:4 წააგო (ვიდეო)
სენსაცია ბუნდესლიგაში - „ბაიერნმა“ 1:4 წააგო (ვიდეო)

ბუნდესლიგის მეორე ტურში უდიდესი სენსაცია მოხდა – პირველად 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად წააგო „ბაიერნმა“. „ჰოფენჰაიმმა“ დიდი ანგარიშით (4:1) მოუგო გერმანიის ჩემპიონს, რითაც შეწყდა მიუნხენელთა 14-მატჩიანი მოგებებისა და 21-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში.

„ბაიერნს“ 72 საათიც კი არ ჰქონია უეფას სუპერთასზე გადატანილი 120-წუთიანი ბრძოლის შემდეგ დასასვენებლად. ამიტომაც, ჰანსი ფლიკმა ძირითადში არ დააყენა რობერტ ლევანდოვსკი და ლეონ გორეტცკა.

დაღლილობამ თავიდანვე იჩინა თავი და 24-ე წუთისთვის „ჰოფენჰაიმი“ ბიჩაკჩიჩისა და დაბურის გოლებით 2:0 დაწინაურდა. „ბაიერნმა“ ქამბექზე ზრუნვა 36-ე წუთიდან დაიწყო, როცა ჯოშუა კიმიხმა ერთი ბურთი გაქვითა.

57-ე წუთზე ლევანდოვსკი და გორეტცკაც გავიდნენ მინდორზე, მაგრამ ფლიკის გუნდმა გადარჩენა ვერ შეძლო. ანდრეი კრამარიჩმა პირველ ტურში შესრულებულ ჰეთ-თრიკს დუბლი დაუმატა და „ჰოფენჰაიმმა“ 4:1 მოიგო. ის და „აუგსბურგი“ 6-6 ქულით ბუნდესლიგის მოულოდნელი ლიდერები გახდნენ.