სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ტუნი აცხადებს, რომ მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრის თაობაზე დონალდ ტრამპის განცხადება ხუმრობაა

02:09, 01.04.2025

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი ჯონ ტუნი აცხადებს, რომ მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრის თაობაზე დონალდ ტრამპის განცხადება ხუმრობაა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„თქვენ სულ სვამთ ამ კითხვას. ვფიქრობ, ის ერთობა ამ კითხვით და, სავარაუდოდ, გეხუმრებათ“, – უპასუხა ტუნიმ ჟურნალისტებს.

სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ შეუძლია მესამე ვადით კენჭისყრა კონსტიტუციაში ცვლილების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეა არ უარყო და აღნიშნა, რომ არ ხუმრობს ამის შესახებ.

მსგავსი