სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი - „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მალავდა, რომ „ინსტაგრამი“ მავნე ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე
სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი - „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მალავდა, რომ „ინსტაგრამი“ მავნე ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე

„ფეისბუქის“ ადმინისტრაცია მალავდა, რომ „ინსტაგრამი“ მავნე ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე, – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა გააკეთა, რომელიც კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სენატში გამოსვლისას კანონმდებელმა განაცხადა, რომ „ფეისბუქი უფრო მეტად ზრუნავს საკუთარი პროდუქციის მოგებაზე, ვიდრე ბავშვების კეთილდღეობაზე“.

საქმე ეხება აგვისტოში „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებმაც მოიპოვეს „ფეისბუქის“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, „ინსტაგრამი“ ბევრ ბავშვსა და მოზარდში არასრულფასოვნების გრძნობას ამძაფრებს და დეპრესიას იწვევს.

სოციალური ქსელის ადმინისტრაცია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სენატში გამოსვლისას „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი კვლევა მიზნად ისახავდა „ინსტაგრამის“ ნაკლოვანებების გამოვლენას და მათ გამოსწორებას.