სენატორი ჯერი კონოლი – კმაყოფილი ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, იგივე გააკეთონ
კმაყოფილი ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, იგივე გააკეთონ, – წერს „ტვიტერში“ „რესპუბლიკელი“ სენატორი ჯერი კონოლი.
„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გარშემო. კმაყოფილი ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იგივე გააკეთონ“, – აცხადებს სენატორი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.
The people of Georgia deserve a stable government unified around a commitment to democratic ideals. I am pleased the Georgian Dream party has pledged their efforts to this goal, and encourage the United National Movement to do the same.https://t.co/Zp8sMbcJ7Q
— Rep. Gerry Connolly (@GerryConnolly) April 16, 2021