სენატორი ჯეიმს რიში – რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ცუდი ქმედებების გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას

09:51, 13.02.2019
Idaho Senator Jim Risch talks about current topics in the U.S. Senate during a wide-ranging interview Friday, Mar. 8, 2013.  He was sitting at the headquarters of Contractors Northwest.  JESSE TINSLEY jesset@spokesman.com

Idaho Senator Jim Risch talks about current topics in the U.S. Senate during a wide-ranging interview Friday, Mar. 8, 2013. He was sitting at the headquarters of Contractors Northwest. JESSE TINSLEY [email protected]

რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ცუდი ქმედებების გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ გაზეთ „შარლოტ ობსერვერისთვის“  (The Charlotte Observer) მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია – აიდაჰოს შტატი) განაცხადა. სხვა საკითხებთან ერთად, მან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა აღნიშნა: „რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქმედებების გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა, კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ეს“, – განაცხადა სენატორმა ჯეიმს რიშმა.

მსგავსი