სენას დაღუპვის შემდეგ, შუმახერს „ფორმულა 1“-დან წასვლა უნდოდა
სენას დაღუპვის შემდეგ, შუმახერს „ფორმულა 1“-დან წასვლა უნდოდა

„ფორმულა 1“-ის ყოფილი საჯინიბოს, „ბენეტონის“ ყოფილმა მენეჯერმა ფლავიო ბრიატორემ ჟურნალისტებს მოუყვა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის პირველ წლებზე მის გუნდში. „ბენეტონთან“ ერთად შუმახერმა ორჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული – 1994 და 1995 წლებში.

„შუმახერი შეიცვალა აირტონ სენას დაღუპვის შემდეგ“, – განაცხადა იტალიელმა მენეჯერმა, – „ის სერიოზულად ფიქრობდა იმაზე, რომ წასულიყო „ფორმულა 1“-დან. საბედნიეროდ, მიხაელმა დარჩენა გადაწყვიტა. ჩვენ იმ დროს არ გვქონდა ფული, რომ ვარსკვლავური პილოტი, ჩემპიონი მოგვეწვია. ყველანი დაგვცინოდნენ, რადგან ახალგაზრდა ტალანტების ძებნა გვიწევდა. ჩვენ არ მოვწონდით გუნდების უმრავლესობას, ჩვენ გამო მუდმივად წუწუნებდნენ. ეს იმიტომ, რომ მათ აღიზიანებდათ სავარაუდო წაგება ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდთან. მაგრამ როცა მათ ნახეს, როგორ მუშაობდა საჭესთან შუმახერი, გაჩუმდნენ“.