ლეგენდარულ გლაზგოურ დერბიში „სელტიკმა“ „რეინჯერსი“ 5:0 გაანადგურა. ეს იყო შოტლანდიის ჩემპიონატის 35-ე ტური. ამ მოგების წყალობით, „სელტიკი“ უახლოეს მდევარს 10 ქულით დაშორდა და ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონის ტიტული.
ეს ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდე და ჯამში 49-ეა „კელტებისთვის“.
უფრო მეტჯერ შოტლანდიის ჩემპიონობა მოგებული აქვს მსოფლიო რეკორდსმენს – „რეინჯერსს“ (54).
საჩემპიონო მატჩში გოლები გაიტანეს: ედუარდმა (2), ფორესტმა, როგიჩმა და მაკგრეგორმა.