სელტიკის მთავარ მწვრთნელად ნილ ლენონი დაინიშნა
სელტიკის მთავარ მწვრთნელად ნილ ლენონი დაინიშნა

ბრენდან როჯერსის ლესტერში წასვლის შემდეგ, გლაზგოს სელტიკის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნილ ლენონის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

47 წლის სპეციალისტმა, ფეხბურთელობის დროს, სელტიკში შვიდი წელი გაატარა (2000-07), 214 მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა, შემდეგ კი, 2010-14 წლებში, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში, სამი ტიტული მოიგო.

ლენონმა განაცხადა, რომ სელტიკი მისი ცხოვრების ნაწილად დიდი ხნის წინ იქცა და ამ გუნდში დაბრუნება მისთვის უზარმაზარი პატივია.

პირველ მატჩს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სელტიკი ჰარტსის წინააღმდეგ გამართავს.