„სელტიკი“ მერვედფინალშია, „რეინჯერსი“ კი ჯგუფში ჩარჩა
„სელტიკი“ მერვედფინალშია, „რეინჯერსი“ კი ჯგუფში ჩარჩა

გლაზგოს ორი ყველაზე პოპულარული გუნდიდან მხოლოდ ერთმა, „სელტიკმა“ მოახერხა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა, თუმცა ამაში მწვანეებს ნორვეგიული „როსენბორგი“ დაეხმარა, რომელმაც ბოლო წუთზე გაუთანაბრა ანგარიში გერმანულ „ლაიპციგს“.

„სელტიკმა“ საკუთარ მოედანზე ავსტრიულ სალცბურგთან 1-2 დათმო და თანაქალაქელი „რეინჯერსივით“ ჯგუფში ჩარჩებოდა, რომ არა პარალელურ მატჩში ნორვეგიელი ტორე რეგინიუსენის მიერ გატანილი გოლი, რომლის წყალობითაც „როსენბორგისა“ და „ლაიპციგის“ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

საბოლოოდ, ამ ჯგუფში „ზალცბურგმა“ მაქსიმალური 18 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე კი, 9 ქულით, „სელტიკი“ გავიდა. მერვედფინალს მიღმა „ლაიპციგი“ და „როსენბორგი“ დარჩნენ.

გლაზგოს მეორე გუნდს, “რეინჯერსს“, ვენის „რაპიდთან“ სტუმრად მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, თუმცა სტივენ ჯერარდის ბიჭებმა ეს მატჩი მინიმალური ანგარიშით, 0-1 დათმეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. ამ ჯგუფიდან მერვედფინალში „ვილიარეალი“ და ვენის „რაპიდი“ გავიდნენ.