„სელტიკი“ ჩემპიონთა ლიგას დრამატულ მატჩში გამოეთიშა
„სელტიკი“ ჩემპიონთა ლიგას დრამატულ მატჩში გამოეთიშა

გლაზგოს „სელტიკის“ მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა განაცხადა, რომ გუნდმა საჩემპიონთალიგო შანსი დასანანად გაანიავა.

გუშინ, 13 აგვისტოს, გლაზგოში გამართული დრამატული შეხვედრა ადგილობრივ „სელტიკსა“ და რუმინულ „კლუჟს“ შორის სტუმართა გამარჯვებით, 3:4 დასრულდა (პირველი მატჩი – 1:1), რაც იმას ნიშნავს, რომ მასპინძლებს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლით მოუწევთ დაკმაყოფილება.

ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც გლაზგოური გუნდი ჩემპიონთა ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთიშება: შარშან გუნდმა ბერძნული „აეკის“ გავლა ვერ შეძლო.

„ორჯერ ვიყავით წინ და ორივეჯერ გავანიავეთ ეს უპირატრესობა, რადგან სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ლენონმა მატჩის შემდეგ, – „ასეთი გოლების გაშვება სიგიჟეა. ისეთი შთაბეჭდილება იქნმნებოდა, რომ ვიგებდით, მაგრამ წაგება გვინდოდა“.

„სელტიკი“ ახლა ევროპა ლიგის პლეიოფში გადაინაცვლებს, სადაც ტირასპოლის „შერიფსა“ და შვედურ „აიკს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის, რომელიც მოლდავეთში გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.

რაც შეეხება „კლუჟს“, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ურთიერთობას პრაღის „სლავიასთან“ გაარკვევს.