სებასტიან ტელფეირის დედა და ძმა კორონავირუსით გარდაიცვალნენ
სებასტიან ტელფეირის დედა და ძმა კორონავირუსით გარდაიცვალნენ

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის ეპიცენტრად არის ქცეული. დაავადებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 56 000-ზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ, ინფექციის შედეგად, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშის, სებასტიან ტელფეირის ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა.

სებასტიანის 64 წლის დედა ერიკა ტელფეირი ორშაბათს გარდაიცვალა, მისი ძმა დეკი კი 28 მარტს. ამ ინფორმაციას ამერიკულ მედიას ტელფეირის ყოფილი მწვრთნელი, დუეინ მორტონი უდასტურებს. აღნიშნულს თავად სებასტიანი და მისი უმცროსი ძმა სოციალურ ქსელში ადასტურებენ.


სებასტიან ტელფეირი ლიგაში 2004-2013 წლებში ასპარეზობდა. კარიერის მანძილზე ის „პორტლენდში“, „ბოსტონში“, „მინესოტაში“, „კლიპერსში“, „კლივლენდში“, „ფინიქსიში“, „ოკლაჰომასა“ და „ტორონტოში“ ასპარეზობდა. ამჟამად, 34 წლის კალათბურთელი ჩინეთში, „ფუძიან სტარგეონსში“ თამაშობს.