სებასტიან სავემ ლონდონის მარათონი მოიგო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
კენიელმა სებასტიან სავემ ლონდონის მარათონში გაიმარჯვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა – ის გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც მარათონის დისტანცია ოფიციალურ შეჯიბრებაში ორ საათზე ნაკლებ დროში დაფარა.
კენიელმა მარათონელმა ფინიშის ხაზს ერთ საათში, 59 წუთსა და 30 წამში მიაღწია.
სავემ 65 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც კელვინ კიპტუმს ეკუთვნოდა და 2023 წლის ჩიკაგოს მარათონზე იყო დაფიქსირებული.
სავეს დრო ასევე 10 წამით უკეთესია ელიუდ კიპჩოგეს 2019 წლის შედეგზე, თუმცა ის ოფიციალურად არ აღიარებულა, რადგან სპეციალურ პირობებში, პეისმეკერების დახმარებით შესრულდა.