სებასტიან კურცი სანქტ-პეტერბურგში დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება
სებასტიან კურცი სანქტ-პეტერბურგში დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი დღეს სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც კრემლის პრესსამსახური აცხადებს, სებასტიან კურცი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

ავსტრიისა და რუსეთის ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ერმიტაჟისა და ხელოვნების ისტორიის ვენის მუზეუმის გამოფენის გახსნაში.