სებასტიან კურცი ადასტურებს, რომ ავსტრიულმა ორგანიზაციამ ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელისგან შემოწირულობა მიიღო 
სებასტიან კურცი ადასტურებს, რომ ავსტრიულმა ორგანიზაციამ ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელისგან შემოწირულობა მიიღო 

ავსტრიის ულტრა-მემარჯვენე „იდენტობის მოძრაობამ“ ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდამსხმელისგან შემოწირულობა მიიღო, – ამის შესახებ ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ავსტრიული ორგანიზაციის ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბარი უკვე დადასტურებულად შეიძლება. ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება „იდენტობის მოძრაობის“ დაშლის შესაძლებლობას განიხილავს.

ავსტრიის პროკურატურის ინფორმაციით, „იდენტობის მოძრაობის“ ლიდერმა, მარტინ სელნერმა, 2018 წელს შემოწირულობა იმავე სახელის მქონე ადამიანისგან მიიღო, რომელმაც 15 მარტს მეჩეთებზე თავდასხმა მოაწყო. ავსტრიულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტერორიზმთან კავშირი არ აქვთ და მოძრაობის მთავარი მიზანი ევროპული იდენტობის შენარჩუნებაა.