სებასტიან ფეტელმა ყველა დროის 25 საუკეთესო პილოტი დაასახელა
სებასტიან ფეტელმა ყველა დროის 25 საუკეთესო პილოტი დაასახელა

„ფერარის“ პილოტმა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა დაასახელა 25 პილოტი, რომლებიც, მისი აზრით, საუკეთესოები არიან ფორმულა 1-ის ისტორიაში.

სიაშია არიან ძველი ლეგენდები – ალენ პროსტი, აირტონ სენა, ნიკი ლაუდა და სხვები, აგრეთვე, მოქმედი პილოტები – თავად ფეტელი, ლუის ჰემილტონი და ფერნანდო ალონსო. ფეტელის სიაში არ აღმოჩნდა ადგილი 2016 წლის ჩემპიონისთვის ნიკო როსბერგისთვის. ეს უკანასკნელი ხშირად აკრიტიკებს ფეტელს ტელევიზიით. ასევე არ შეიყვანა სებასტიანმა თავის რჩეულებს შორის მრავალწლიანი პარტნიორი, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი.

ფეტელს არ დაულაგებია პილოტები ადგილების მიხედვით. გამონაკლისი იყო მხოლოდ პირველი ადგილი: „შუმახერი – ჩემი პირველი ნომერია, ეს ცხადია. მაგრამ, როგორ უნდა შევადარო ერთმანეთს 60-იანების ჯიმ კლარკი და 80-იანების აირტონ სენა? ტექნიკის მხრივ, სრულიად განსხავებული იყო ყველაფერი“.

ფორმულა 1-ის ყველა დროის 25 საუკეთესო პილოტი ფეტელის ვერსიით:

მიხაელ შუმახერი, ლუის ჰემილტონი, ხუან-მანუელ ფანხიო, ალენ პროსტი, აირტონ ვენა, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე, ჯეკ ბრებემი, ფერნანდო ალონსო, ჯიმ კლარკი, მიკა ჰაკინენი, გრემ ჰილი, ემერსონ ფილტიპალდი, ალბერტო ასკარი, ნაიჯელ მენსელი, მარიო ანდრეტი, ალან ჯონსი, ჯონ სერტისი, იოხენ რინდტი, ნინო ფარინა, მაიკ ჰოტორნი, ფილ ჰილი, სტირლინგ მოსი, სებასტიან ფეტელი.