სებასტიან ფეტელმა „ფერარის“ შეთავაზებულ კონტრაქტს დაცინვა უწოდა
სებასტიან ფეტელმა „ფერარის“ შეთავაზებულ კონტრაქტს დაცინვა უწოდა

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, ახალ კონტრაქტზე, რომელიც მას “ფერარიმ” შესთავაზა მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოავლინა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იტალიურმა გუნდმა თავის პირველ პილოტს მიმდინარე ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა, ოღონდ სამჯერ შემცირებული ხელფასით – 36 მილიონიდან 12 მილიონამდე.​ ფეტელმა ​ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

„ეს დაცინვაა. მივეჩვიე სამწლიან კონტრაქტებს. მე გამოცდილი ვარ და არა მოხუცი“, – მოჰყავს ფეტელის სიტყვები F1-Insider-ს.

ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ „ფერარი“ უკვე ეძებს ფეტელის შემცვლელს. კანდიდატებად სახელდებიან ფერნანდო ალონსო, დანიელ რიკარდო, კარლოს საინსი და ანტონიო ჯოვინაცი.

32 წლის ფეტელიფერარიში“ 2015 წლიდან გამოდის. მხარეებს შორის კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს იწურება.