სებასტიან ფეტელი - ტიტულს ექვსი პრეტენდენტი ჰყავს
სებასტიან ფეტელი - ტიტულს ექვსი პრეტენდენტი ჰყავს

ფერარის პილოტმა სებასტიან ფეტელმა საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ გამართავს ბრძოლას ჩემპიონობისთვის მიმდინარე სეზონში.

„შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვილაპარაკო, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამ წამყვან გუნდს აქვს პოტენციალი იმისთვის, რომ მოიპოვოს 2019 წელს ჩემპიონის ტიტული. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვაკვირდებით. იმედი მაქვს, ვიქნებით სწრაფები, როგორც არასდროს, თუმცა ძალიან მჭიდრო ბრძოლაა მოსალოდნელი. ჩემი აზრით ტოპ-გუნდების ექვსივე პილოტს ექნება ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი“, – მოჰყავს 31 წლის გერმანელის სიტყვები პლანეტ ფ1-ს (Planet F1).

სეზონის პირველ რბოლაში, ავსტრალიის გრანპრიზე გამარჯვება მერსედესის პილოტმა ვალტერი ბოტასმა მოიპოვა. სამეულში ასევე შევიდნენ მისი თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი და რედ ბულის პილოტი მაქს ფერსტაპენი. ფერარის პილოტები ფეტელი და შარლ ლეკლერი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ.

მეორე ეტაპი, ბაჰრეინის გრანპრი, 31 მარტს გაიმართება.