სებასტიან ფეტელი - ეს სეზონი ჩავაგდე, თუმცა შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ
სებასტიან ფეტელი - ეს სეზონი ჩავაგდე, თუმცა შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ

ფერარის შემადგენლობაში გატარებული რთული სეზონის შემდეგ სებასტიან ფეტელი აცხადებს, რომ უკეთესადაც შეუძლია ასპარეზობა და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. სეზონის დასკვნითი ტურნირის, აბუ დაბის გრან პრის შემდეგ, ოთხგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ეს მისთვის საუკეთესო წელი არ იყო.

„უკეთაც შემეძლო ასპარეზობა. კარგად ვიცი, რა შეცდომები დავუშვი და მათ აუცილებლად გამოვასწორებ“, – ამბობს ფეტელი, რომელსაც, სეზონის საერთო შედეგების მიხედვით, თავისმა 22 წლის თანაგუნდელმა შარლ ლეკლერკმაც აჯობა.